ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ზენდეია

ტაბლოიდი 1713888372

არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა - ზენდეია

უკვე დიდი ხანია, მაყურებელი Euphoria-ის მე-3 სეზონს ელის. ბოლო ინფორმაციით, Euphoria-ს მე-3 სეზონს 2025 წლამდე ვერ ვიხილავთ. ამის მიზეზი ამერიკის სცენარისტთა გილდიის გაფიცვა იყო, რომელსაც Euphoria-ის შემქმნელი, სემ ლევინსონიც შეუერთდა.Variety-სთან ახლახან მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც ზენდეიამ Challengers-ზე ისაუბრა, მსახიობს Euphoria-ის გაგრძელებაზეც დაუსვეს კითხვა. მსახიობის თქმით, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს და არც მასზე არის დამოკიდებული.„არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა. რა თქმა უნდა, რუს როლის თამაში ისევ მსურს. თუ პერსონაჟების განვითარებაც და ყველაფერი დანარჩენიც ისე იქნება, როგორც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მინდა სერიალის დაბრუნება", — განაცხადა მსახიობმა ინტერვიუში. Euphoria-ის მე-3 სეზონის დაგვიანებას სხვადასხვა მიზეზით ხსნიდნენ. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, სერიალზე მუშაობას იმიტომ ვერ იწყებდნენ, რომ სცენართან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. კერძოდ, სემ ლევინსონს მე-3 სეზონში (როცა სიუჟეტი 5 წლის შემდეგ ვითარდება) სურდა, რომ რუ დეტექტივი ყოფილიყო. ზენდეიამ კი შესთავაზა, რომ რუ, რომელმაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულება დაამარცხა, სუროგატი დედა გამხდარიყო. ამ ყველაფერს მალევე სცენარისტთა გილდიის გაფიცვაც თან დაერთო.შეგახსენებთ, რომ Euphoria-ის მე-3 სეზონის გადაღებები 2023 წლის ზაფხულში უნდა დაწყებულიყო, თუმცა განუსაზღვრელი დროით გადაიწია. Euphoria-ის მე-2 სეზონი 2022 წლის თებერვალში დასრულდა, ზენდეიამ კი მთავარი როლის შესრულებისთვის 2 ემი მოიპოვა. 2023 წლის აგვისტოში ფესკოს როლის შემსრულებელი მსახიობი ანგუს კლაუდი გარდაიცვალა და ჯერჯერობით მისი პერსონაჟის ბედიც უცნობია.

ზეითუნის ზეთი

რჩევები 1713887828

ნაწლავების მოქმედების მოსაწესრიგებელი დიეტა

ამ დიეტის დასაცავად მთავარია, ნებისყოფა გეყოთ და დაახლოებით ოთხ დღეში ზედმეტ ორ კილოგრამს უპრობლემოდ დაიკლებთ. აუცილებელი პირობაა, არ დაარღვიოთ კვების რეჟიმი. ეს დიეტა აწესრიგებს ნაწლავების მოქმედებას და სწორედ ამის წყალობით იკლებთ ზედმეტ კილოგრამებსაც. დილით უზმოზე: 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.15 წუთის შემდეგ: 1 ჭიქა იოგურტი ან კეფირი.საუზმე: მწვანე ბოსტნეულის სალათა, შვრიის ან წიწიბურას ფაფა, 50 გრამი ხაჭო, თოხლოდ მოხარშული 1 ცალი კვერცხი, უშაქრო მწვანე ჩაი.სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, ერთი ნაჭერი შავი პური.სამხარი: 200 გრამი ქლიავი, ვაშლი, მაყვალი ან ვაშლატამა.ვახშამი: 1 ჭიქა კეფირი ან იოგურტი, სამ-სამი ცალი ფინიკის, გარგარის, შავი ქლიავის ჩირი და ნიგოზი, უშაქრო მწვანე ჩაი.

გივი სიხარულიძე

faceამბები 1713887562

VIDEO: „ყველამ იცის, რომ ბურბონების შთამომავალი ვარ და ლუდოვიკო მეექვსეს ბებიაჩემთან რომანი ჰქონდა“ - გივი სიხარულიძე

“ყველამ იცის, რომ ბურბონების შთამომავალი ვარ და ლუდოვიკო მეექვსეს ბებიაჩემთან რომანი ჰქონდა“ - ამის შესახებ გივი სიხარულიძემ თავის დაბადების დღეზე, ერთ-ერთი სადღეგრძელოს დროს თქვა.კადრებს თავად გივი სიხარულიძე ავრცელებს და წერს, რომ სუფრა ერთ-ერთ ულამაზეს საბანკეტო დარბაზშია გაშლილი.“რესპუბლიკის სახალხო არტისტმა ჯუმბერ ბერაძემ თავის საბანკეტო დარბაზში 30-კაციანი სუფრა გაუწყო თავის მეგობარს - გივი სიხარულიძეს დაბადების დღისადმი.“ 

ფული

ჰოროსკოპი 1713887533

რა თილისმა უნდა იქონიოთ ჯიბეში, რომ ფული სულ გქონდეთ

ზოგიერთ საყოფაცხოვრებო ნივთს შეუძლია თილისმის როლი შეასრულოს და მოახდინოს ფულის მოზიდვა თქვენს ცხოვრებაში.ჯერ კიდევ ძველ დროში, ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ სხვადასხვა ნიშნები, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანმრთელობის, იღბლის და სიმდიდრის შემოტანას სახლში. გარდა ამისა, ამისათვის ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ამულეტებს და თილისმებს. ფულის მოსაზიდად ისინი ჯიბეში უნდა ჩაგედო და გამუდმებით გეტარებინა.ქვემოთ წარმოგიდგენთ ზოგიერთი მათგანის ჩამონათვალს:თხილის ტოტიფულის მოზიდვის ერთ-ერთი თილისმა არის თხილის ტოტი. ხიდან უნდა მოტეხო და მარცხენა ჯიბეში ჩაიდო. ის მოიზიდავს წარმატებას და სიმდიდრეს. ასევე, ამ თილისმის ტარება ღირს, თუ მნიშვნელოვანი საკითხი გაქვთ დაგეგმილი. ის დაგეხმარებათ სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ მოგვარებაში.ფეტვი ან ბრინჯიბურღული ყოველთვის სიმდიდრის ნიშნად ითვლებოდა. თუ სუფრაზე პური გაქვთ, მშიერი არ იქნებით. ფეტვი ან ბრინჯი ფულის მოსაზიდად გავრცელებული ერთ-ერთი თილისმაა. უნდა აიღოთ ნაჭრის პატარა ჩანთა, შიგნით ჩაყაროთ მარცვლეული და ჩადოთ ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში. დარწმუნდით, რომ ჩანტა მჭიდროდ არის შეკრული და არ დაუშვათ, რომ მარცვლები დაიმსხვრეს – წინააღმდეგ შემთხვევაში, უფულობა გელით.რკინის მონეტებისავსე მთვარეზე სპეციალური რიტუალი უნდა შესრულდეს. აიღეთ სხვადასხვა ნომინალის რამდენიმე მონეტა და სავსე მთვარის დროს მიიტანეთ ისინი ფანჯარასთან და აჩვენეთ. ამის შემდეგ, დატოვეთ მონეტები ფანჯრის რაფაზე მთელი ღამით. ითვლება, რომ ასეთი რიტუალი ხელს უწყობს სიმდიდრის მოზიდვას. მონეტები უნდა ინახებოდეს პიჯაკის ან შარვლის მარცხენა ჯიბეში და არასოდეს ამოიღოთ. ნახეთ სრულად

ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების დელეგატები იმერეთის კურორტების სამკურნალო თვისებებს ეცნობიან

რეგიონი 1713887232

ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების დელეგატები იმერეთის კურორტების სამკურნალო თვისებებს ეცნობიან

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა, ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის  დელეგატებს ვიზიტის ფარგლებში წყალტუბოს სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრი  "№6 წყარო" - ე.წ. „სტალინის აბაზანა“ და ველნეს სპა ,,Be Healthy დაათვალიერებიეს.დელეგატები ადგილზე გაეცნენ მინერალური წყლებით სამკურნალო პროცედურებს.კურორტის თერმულ-რადონულ მინერალურ წყლებს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს,  ის სამოცამდე დაავადებას კურნავს.როგორც სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, მკურნალობა კომპლექსურად მიმდინარეობს, პაციენტებს, საჭიროების მიხედვით,  ენიშნებათ მინერალური წყლის აბაზანები, სამკურნალო ფიზკულტურა, კლასიკური სამკურნალო და წყალქვეშა (ჰიდრო) მასაჟი, ფიზიო-თერაპია, ელექტროთერაპია და სხვა პროცედურები. წყალტუბოს წყალი სასარგებლოა რევმატიზმით, პოლიომიელიტითა და ცერებრული დამბლებით დაავადებული ბავშვებისთვისაც.ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დელეგატებმა სხვადასხვა  სანატორიუმი დაათვალიერეს და ზოგადად, წყალტუბოს საინვესტიციო გარემოსა და ბალნეოლოგიური კურორტის შესაძლებლობებზე დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ.როგორც ქართულმა მხარემ აღნიშნა ქვეყანაში, ბიზნეს-საინვესტიციო გარემო ჯანსაღია და რეგიონი მზად არის მოისმინოს ახალი ბიზნეს იდეები, ასევე მხარი დაუჭიროს რეგიონის განვითარებას.კურორტ წყალტუბოს დათვალიერების შემდეგ ქვეყნების წარმომადგენლები კურორტ საირმეს ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ მიწის სიღრმეში გეოლოგების აღმოჩენილი ცხელი თერმული წყაროების უნიკალურობასა და სამკურნალო შესაძლებლობებს.საერთაშორისო ასამბლეა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,კურორტების განვითარების სააგენტოს” ეგიდით იმართება.