თბილისში ავარიას 16 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

10:54 04-16-2019
2576

თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა.

როგორც პრაიმტაიმს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა წუხელ მოხდა. უწყების ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანაში ოთხი პირი იმყოფებოდა. გარდაცვლილია 16 წლის ახალგაზრდა.