ბუნებრივი აირის სექტორში საჩივრების კოლოსალური რაოდენობა დაფიქსირდა - ენერგოომბუდსმენის ანგარიში

10:42 04-16-2019
19

გასულ წელს, ბუნებრივი აირის სექტორის მუშაობასთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენის სახელზე 1562 საჩივარი დაიწერა.

ენერგოომბუდსმენის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2017 წელთან შედარებით თბილისში იმატა ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მსურველთა განცხადებებმა, რომლებიც ძირითადად ვადების დარღვევაზე მიუთითებდნენ.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დასავლეთ საქართველოში და აჭარის რეგიონში იმატა ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებმა.

განსაკუთრებულ აქცენტს ენერგოომბუდსმენი ქალაქ გორზე აკეთებს. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ გორიდან კოლოსალური რაოდენობის განცხადება იყო წარმოდგენილი შპს „სოკარ-ჯორჯია“ გაზის მისამართით, რასთან დაკავშირებითაც  ენერგოომბუდსმენის აპარატი ცალკე კვლევის ჩატარებას გეგმავს. 

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი