ფონიჭალაში 30 წლის კაცი ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას მცდელობისას დააკავეს

10:15 04-16-2019
41

ფონიჭალაში 30 წლის კაცი მაშინ დააკავეს, როდესაც ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას ცდილობდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.