ბარაკ ობამა - ბუნებრივია გლოვა, როდესაც ვხედავთ, როგორ იკარგება ისტორია

10:01 04-16-2019
86

ამერიკის  შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა  პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და პარიზის საკათედრო ტაძარში ოჯახის წევრებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საგანძურია და ჩვენ ახლა ამ გლოვის წუთებში ვფიქრობთ საფრანგეთის მოსახლეობაზე. ჩვენთვის ბუნებრივია გლოვა, როდესაც ვხედავთ, როგორ იკარგება ისტორია, თუმცა ამავე დროს, ჩვენთვის ბუნებრივია მისი აღდგენა ხვალისთვის“, – წერს ობამა. 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრეებს ცეცხლის ლოკალიზებისთვის დაახლოებით ცხრა საათი დასჭირდათ. ტაძარში ხანძარს 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძოდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები სახელდება, რომელიც 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.

ავტორი: თათია ცუკოშვილი