ყველაზე ემოციური კადრები: ცეცხლში გახვეულ პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან მოქალაქეები გალობენ

09:03 04-16-2019
38

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ასახულია, ცეცხლშიგახვეულ პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან შეკრებილი ათასობით მოქალაქე. ისინი ტაძრის გადარჩენისთვის ლოცულობენ.

პარიზელები დაჩოქილები ავე მარიას საგალობელს მღერიან.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ

ხანძრის გამომწვევ მიზეზად ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები სახელდება, რომელიც 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.

ტაძარი კუნძულ სიტეზეა აღმართული, რომელსაც პარიზის შუაგულში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის.

ტაძრის მშენებლობას საფუძველი 1163 წელს ჩაეყარა, შენებლობა პატრონიკეთი დაიწყო და 1182 წელს დასრულდა, მთავარი კორპუსი კი - 1196 წელს აშენდა. ტაძრის ცალკეული ნაწილების მშენებლობა XIII საუკუნის შუა წლებამდე გრძელდებოდა. ის ასევე ცნობილია როგორც notre dame.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ასევე ცნობილია, თავისი უნიკალური ექსპონატებით როგორიცაა: იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი და ჯვრის ნაწილები, რომელზეც გოლგოთას მთაზე მაცხოვარი გააკრეს.

ექსპონატები ბიზანტიის იმპერიიდან, მეფე ლუი IX, 1283 წელს წამოიღო.