ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობიდან გაათავისუფლეს

08:58 04-16-2019
11

უკრაინის უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გენერალური პროკურატურა ნადეჟდა სავჩენკოს კონსტიტუციური წესრიგის დამხობასა და ტერორისტული დაჯგუფების შექმნის მცდელობაში სდებდა ბრალს.

სავჩენკო პატიმრობაში 2018 წლის 22 მარტიდან იყო.