ფრანგი მილიარდერი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადარიცხავს

08:42 04-16-2019
10

ფრანგი მილიარდერი, კომპანია Kering-ის ხელმძღვანელი, ფრანსუა-ანრი პინო ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადარიცხავს. ინფორმაციას ამის შესახებ New York Post-ი წერს. 

Kering-ი მოდის სახლების Gucci-სა და Yves Saint Laurent-ის მფლობელია. 

საფრანგეთის პრეზიდენტის  ემანუელ მაკრონის განცხადებით, ტაძრის რესტავრაციისთვის ანგარიში გაიხსნება.

მეხანძრეებს პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ცეცხლის ლოკალიზებისთვის დაახლოებით ცხრა საათი დასჭირდათ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძოდა.

პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობაა, ის ასევე ცნობილია როგორც notre dame.

ტაძარი კუნძულ სიტეზეა აღმართული, რომელსაც პარიზის შუაგულში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის.

ტაძრის მშენებლობას საფუძველი 1163 წელს ჩაეყარა, მშენებლობა პატრონიკეთი დაიწყო და 1182 წელს დასრულდა, მთავარი კორპუსი კი - 1196 წელს აშენდა. ტაძრის ცალკეული ნაწილების მშენებლობა XIII საუკუნის შუა წლებამდე გრძელდებოდა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ასევე ცნობილია, თავისი უნიკალური ექსპონატებით როგორიცაა: იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი და ჯვრის ნაწილები, რომელზეც გოლგოთას მთაზე მაცხოვარი გააკრეს.

ექსპონატები ბიზანტიის იმპერიიდან, მეფე ლუი IX, 1283 წელს წამოიღო.