პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ღამის კოშმარის შემდეგ (ფოტოამბავი)

08:29 04-16-2019
444

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლიკვიდირებულია. სახანძრო სამსახურის განცხადებით, მეხანძრეები დარჩენილ კერებზე დაკვირებასა და გახურებული შენობის გაგრილებას შეეცდებიან, რათა ცეცხლი ისევ არ გაჩნდეს. 

„ხანძარი ჩამქრალია. თვალს ვადევნებთ ცეცხლის კერების ნარჩენებს და ვაგრილებთ შენობის ცხელ ნაწილებს, მათ შორის კარკასს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ხანძარი არ განახლდება“, – განაცხადა გაბრიელ პლიუსმა.

მეხანძრეებს პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ცეცხლის ლოკალიზებისთვის დაახლოებით ცხრა საათი დასჭირდათ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძოდა.

პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობაა, ის ასევე ცნობილია როგორც notre dame.

ტაძარი კუნძულ სიტეზეა აღმართული, რომელსაც პარიზის შუაგულში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის.

ტაძრის მშენებლობას საფუძველი 1163 წელს ჩაეყარა, მშენებლობა პატრონიკეთი დაიწყო და 1182 წელს დასრულდა, მთავარი კორპუსი კი - 1196 წელს აშენდა. ტაძრის ცალკეული ნაწილების მშენებლობა XIII საუკუნის შუა წლებამდე გრძელდებოდა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ასევე ცნობილია, თავისი უნიკალური ექსპონატებით როგორიცაა: იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი და ჯვრის ნაწილები, რომელზეც გოლგოთას მთაზე მაცხოვარი გააკრეს.

ექსპონატები ბიზანტიის იმპერიიდან, მეფე ლუი IX, 1283 წელს წამოიღო.