პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რა ნაწილი განადგურდა ხანძრის შედეგად - გრაფიკული გამოსახულება  

07:57 04-16-2019
485

BBC გრაფიკულ გამოსახულებას ავრცელებს, რომელზეც ჩანს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რა ნაწილი განადგურდა ხანძრის შედეგად.

ხანძარმა მთლიანად მოიცვა ჯვრის ფორმის გუმბათი, მასზე აღმართული სვეტის ჩათვლით. 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვრის ინფორმაციით, ხანძარს გადაურჩა იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი.

სააგენტო „როიტერი“ სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს.

Damaged parts of cathedralპარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობაა, ის ასევე ცნობილია როგორც notre dame.

ტაძარი კუნძულ სიტეზეა აღმართული, რომელსაც პარიზის შუაგულში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის.

ტაძრის მშენებლობას საფუძველი 1163 წელს ჩაეყარა, მშენებლობა პატრონიკეთი დაიწყო და 1182 წელს დასრულდა, მთავარი კორპუსი კი - 1196 წელს აშენდა. ტაძრის ცალკეული ნაწილების მშენებლობა XIII საუკუნის შუა წლებამდე გრძელდებოდა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ასევე ცნობილია, თავისი უნიკალური ექსპონატებით როგორიცაა: იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი და ჯვრის ნაწილები, რომელზეც გოლგოთას მთაზე მაცხოვარი გააკრეს.

ექსპონატები ბიზანტიის იმპერიიდან, მეფე ლუი IX, 1283 წელს წამოიღო.