ჩემი გული ახლა პარიზშია - ჰილარი კლინტონი

00:21 04-16-2019
14

ჩემი გული ახლა პარიზშია - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს.

„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არის სიმბოლო, რომ კაცობრიობას დიადი მიზნისთვის გაერთიანება შეუძლია, რათა ააშენო სულისშემძვრელი სალოცავები, რომელთა აგება ერთ ადამიანს არ შეუძლია. ვუსურვებ საფრანგეთს ძალასა და ერთიან მიზანს მაშინ, როდესაც ისინი გლოვობენ და მაშინაც, როდესაც დამწვრის აღდგენას დაიწყებენ“, – წერს ჰილარი კლინტონი.

ხანძარი ადგილობრივი დროით ნოტრდამში 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის სახურავზე აღმართული სვეტი და საათი. ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გაჩენა მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.