საქართველოს საელჩო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს

22:55 04-15-2019
12

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს და ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს. 

„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო საფრანგეთში გთხოვთ, მოერიდოთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689“, – წერს საფრანგეთში საქართველოს საელჩო.