კანადამ ვენესუელას ახალი სანქციები დაუწესა

20:10 04-15-2019

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვენესუელას 43 მოქალაქეს სანქციები დაუწესდა. ამის შესახებ განცხადება, ქვეყნის მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადების თანახმად, საუბარია სანქციათა მე-4 რაუნდზე, რომელიც  მოიაზრებს ინდივიდუალურ სანქციებს 43 პირის წინააღმდეგ. ოფიციალური ოტავა მათ ვენესუელის ტერიტორიაზე სიტუაციის გაუარესებაში ადანაშაულებს.

მადუროს რეჟიმის საპასუხოდ, რომელიც ვენესუელაში ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებას ცდილობს, დღეს კანადამ ამ რეჟიმის ძირითადი ფიგურების წინააღმდეგ სანქციების მეოთხე რაუნდი გამოაცხადა - ნათქვამია მოხსენებაში.

კანადამ სანქციები უკვე 70 ადამიანს დაუწესა. კანადა ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა.