მეჩეთებზე თავდასხმის ვიდეოს გავრცელების გამო ბრალდებულებს 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

19:13 04-15-2019
16

ახალ ზელანდიაში, კრაისჩერჩშიმეჩეთებზე თავდასხმის ვიდეოს გავრცელების გამო, 6 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. ამის შესახებ Associated Press იუწყება.

საქმის 2 მონაწილე დაკავებულია. სასამართლომ მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი განაცხადა, დარჩენილი 4 ბრალდებული ჯერჯერობით თავისუფლებაზე რჩება.

მეჩეთებზე თავდასხმის დროს გადაღებული ვიდეოს უკანონო გავრცელების გამო, ბრალდებულებს 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შეგახსენებთ, რომ კრაისჩერჩში, მეჩეთებზე თავდასხმაში ბრალდებულ, ავსტრალიელ ბრენტონ ტარანტს, დანაშაულის ადგილიდან ფეისბუქზე პირდაპირი ეთერი ჰქონდა ჩართული.