წინასაარჩევნოდ უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდა

18:40 04-15-2019
10

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა, 21 აპრილს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამო, საზღვარზე უსაფრთხოების ნორმები გაამკაცრა.

“სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად, გრძელდება უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება” - წერია საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნების დღეს საზღვარზე 6 ათასი სამხედრო მოსამსახურე იმორიგევებს, ასევე უსაფრთხოების ნორმების გასამკაცრებლად, ყოველდღიურად 1,3 ათასი ჯარისკაცი დაემატება.

სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი ზომები შემოდის, რათა თავიდან იქნას აცილებული სახელმწიფო საზღვრის პროვოცირება, იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი ნივთიერებების გადაზიდვა, ასევე იმ პირების შემოსვლა, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა.