ბენედიქტ კემბერბეტჩი საკუთარი ავტომობილით მეთევზეს დაეჯახა

18:09 04-15-2019
53

ბენედიქტ კემბერბეტჩი, რომელიც საკუთარი ავტომობილით გადადგილდებოდა 63 წლის პენიონერს დაეჯახა.  

 ჰოლივუდის მსახიობი, რომელიც ცნობიალი სერიალის შერლოკის (Sherlock) მონაწილეა, საგზაო სატრანსპრტო შემთხვევის მონაწილე გახდა. ბრიტანელი პენსიონერი მამაკაცი, ვარსკვლავის ელიტური ავტომობილის მსხვერპლი გახდა. 

პორტალ The Sun-ის ინფორმაციით, შემთხვევა ბრიტანულ კუნძულ უაიტზე მოხდა. ბენედიქტი, რომელიც Lamborghini Urus-ის მოდელის ავტომობილით გადაადგილდებოდა, 63 წლის პენსიონერს მაიკლ ლოურენსს დაეჯახა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, მეთევზე ველოსიპედით გადადგილდებოდა, რა დროსაც შემთხვევა დაფიქსირდა. ავტომობილის შეჯახების შემდეგ, პესიონერმა ხელი დაიზიანა. მსახიობმა, ბრიტანელ მამაკაცს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.   

მაიკლი, საკუთარი ველოსიპედით მოძრაობდა, როცა გზაზე მოულოდნელად გამოჩნდა ავტომობილი. მსახიობმა მანქანის გამუხრუჭება შესძლო, მაგრამ მამკაცს მხარი გაკრა, რა დროსაც ველოსიპედიდან გადმოვარდა. დარტყმის შედეგად პენსიონერს ხელი დაუზიანდა. ყველგან სისიხლის გუბეები იდგა - ამბობს თვითმხილველი. 

დაზარალებულმა, ცნობილი ვარსკვლავი ვერ ამოიცნო, რადგან ბენედიქტს კეპი ეხურა. მსახიობმა, მამაკაცი კლინიკაში გადიყვანა.  

ცნობილი გახდა, რომ პენსიონერ მამაკაცს გადაწყვეტილი აქვს უბედური შემთხვევის დეტალები პოლიციას არ გაუმხილოს - მაიკლი სასამართლოში ჩივილს არ აპირებს. 

ბენედიქტი, პენსიონერს ბოლომდე გვერდში ედგა. მან, საკუთარი ტელეფონის ნომერიც კი დაუტოვა პენსიონერს, როგორც ამბობენ 20 000 ფუნტი გადაუხადა და მომავალშიც დახმარება შესთავაზა. 

მსახიობის წარმომადგენლები, საგზაო შემთხვასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.  

შეგახსენებთ, რომ ბენედიქტ კემბერბეტჩი 2015 წლიდან ქორწინებაშია სოფი ჰანტერთან. მათ ორი შვილი ჰყავთ. ამ ეტაპზე წყვილი მესამე შვილს ელოდება. 

იხ. ფოტო:

ავტორი: რუსა ღვანიძე