კენდალ ჯენერი "Coachella"-ს ფესტივალზე ქართველი დიზაინერის ბრჭყვიალა ფეხსაცმელში პოზირებს

16:17 04-15-2019
11

კენდალ ჯენერი ქართველი დიზაინერის ნინო ზარქუას ბრენდის Nina Zarqua collection ბრჭყვიალა ფეხსაცმელში პოზირებს. 

ამერიკელი ტოპ-მოდელი Coachella Valley Music and Arts-ის მუსიკალურ ფესტივალზე, Nina Zarqua-ს ბრენდის ფეხსაცმლში ცეკვავდა. 

ქართველი დიზაინერის ფეხსაცმლის ახალი მოდელის ღირებულება - 713 დოლარია. 

ზარქუამ ფოტო Instagram-ზე საკუთარი ბრენდის გვერდზე გამოაქვეყნა. ჯენერმა კი,   ბრჭყვიალა ფეხსაცმლის ფოტოები საკუთარი პროფილის სთორისში“ გააცრცელა.  

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ამერიკელმა მოდელი, რამდენიმე ხნის წინ ელენ დეჯენერისის პოპულარულ შოუში შეცვლილი იმიჯით ესტუმრა -  მოდელმა  დემნა გვასალიას მიერ შექმნილ დიზაინზე შეაჩერა არჩევანი და Vetements-ის ყვავილოვანი პრინტით გაფორმებული მწვანე კაბა მოირგო.  

ფეხსაცმლის მოდელი, დიზაინერის შემოდგომა-ზამთარი 2019 წლის კოლექციიდანაა. ქართველი დიზაინერის  ბრენდი Nina Zarqua collection აშშ-ში, უკრაინასა და რუსეთში წარმატებით იყიდება. 

იხ. ფოტო: 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე