დედამიწაზე მეტეორი ჩამოვარდა-ნახეთ ვიდეო

16:16 04-15-2019
554

მეტეოროიდმა დედამიწის ატმოსფეროში შემოაღწია და ბრაზილიაში, ატლანტიკის ოკეანის თავზე გამოჩნდა. ცეცხლოვანმა კოსმიურმა ნამსხვრევმა ცა თეთრად გაანათა. მოვლენა დაახლოებით 3 წამს გაგრძელდა, რის შემდეგაც მეტეორიდი ატმოსფეროში დაიშალა.

მეტეორიდის ვარდნის ამსახველი კადრები ბრაზილიის მეტეორებზე დაკვირვების ქსელმა დააფიქსირა. დაწესებულების განცხადებით, მეტეორიდი დაახლოებით 6-დან 16კგ-მდე იწონიდა და ატლანტიკის ოკეანის თავზე 33.95კმ/წამში სიჩქარით ჩამოვარდა.

ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

ავტორი: მარიამ გიგანი