თიბისი ბანკიდან ბანკომატი მოიპარეს

14:51 04-15-2019
1747

სენაკის ცენტრიდან TBC ბანკის გადახდის აპარატი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, რაიონულ სასამართლოსა და პროკურატურის შენობებიდან რამდენიმე მეტრში მოხდა. შსს-ს ცნობით, წაღებულია დაახლოებით 8 ათას ლარამდე.

მოპარული ბანკომატი პროკურატურის გვერდით მდებარე ეზოში შეიტანეს, დაამსხვრიეს და იქვე დატოვეს. 
ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ დრომდე დაკავებული არავინ არის.

 

ავტორი: თეა შონია