"ქართველ კადეტებს ამერიკელი სამხედრო ქალის მიმართ დანაშაული არ ჩაუდენიათ" - ლევან იზორია

14:29 04-15-2019
27

ქართველ კადეტებს ამერიკელი ქალი სამხედროს მიმართ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა ტელეკომპანია რუსთავი 2 დეზინფორმაციაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

„ამ დეზინფორმაციის ფარგლებში, რომელიც შაბათს, ტელეკომპანია რუსთავი2-ის ერთ-ერთ გადაცემაში გააჟღერეს, საუბარი იყო იუნკერის მიერ განხორციებულ ძალადობის ფაქტზე, ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის მოსამსახურე გოგოს მიმართ, რაც არამხოლოდ ჩვენ, არამედ აშშ-ს საელჩომაც კატეგორიულად უარვყავით. ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მით უფრო ამ ფონზე, ეს ყოველივე იწვევს დიდ აღშფოთებას. ამ დეზინფორმაციის კამპანია გამიზნულია იმისკენ, რომ საქართველოში თავდაცვის ძალების მიმართ ნდობის ხარისხი შემცირდეს საზოგადოებაში და ამას ცდილობენ, მართალია უშედეგოდ მაგრამ, უსუსურად, ტყუილებით და ყოველგვარი ფაქტების გარეშე.

მე მქონდა შესაძლებლობა პარლამენტშიც მემხილა ასეთი ტელევიზია მსგავს დეზინფორმაციებში, როდესაც თითქოს ჯარი რჩება ხორცის გარეშე, უნიფორმის გარეშე და ა.შ..

ტელეკომპანიისგან, რომლის მმართველიც სულ ახლახანს ე.წ დასავლეთის კოლონიანისტურ პოლიტიკაზე და მიდგომებზე საუბრობს, მათ შორის საქართველოს მიმართ, ეს დეზინფორმაცია ჩემთვის გაკვირვების საგანს არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, შაბათის კურიერში სიუჟეტი გავიდა, სადაც მოყოლილი იყო, რომ მთვრალმა კადეტებმა ამერიკელ კურსანტ გოგონაზე სექსუალური ძალადობა სცადეს.  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი