ვოცნებობ, რომ ვინმემ ტყემალი და პური მომიკითხოს - 70 წლის ქალი, რომელიც 25 წელია ბეტონის ფარდულში ცხოვრობს (ვიდეო)

14:20 04-15-2019
1428

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, 70 წლის ქალი ბეტონის ფარდულში 25 წელია ცხოვრობს. წყალი, გაზი და ელექტროენერგია შენობას წლებია არ მიეწოდება.

რკინის მიწურში, სადაც ის ცხოვრობს, იატაკი დაზიანებულია, კედლები დაბზარული, ჭერიდან კი წყალი თანაბრად ოთახის ყველა წერტილში ჩადის.

უკიდურეს სიღარიბეში ვცხოვრობ. გასულა დღეები, რომ მხოლოდ წყალზე ვყოფილვარ. ღამე ვოცნებობ, რომ მეორე დღეს ვინმემ ტყემალი და პური მომიკითხოს. ხშირად დაზიანებული იატაკიდან და კედლებიდან მღრნელები გადმოდის და გულს მიხეთქავს,- აცხადებს ჟუჟუნა ვაჩნაძე.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე