რატომ არ არქმევს თოჯინას თავის სახელს ნანა შონია?

14:06 04-15-2019
35

მსახიობმა ნანა შონიამ ფეისბუქზე თავისი თოჯინის ფოტო დადო. როგორც „პრაიმტაიმმა“ მსახიობისგან შეიტყო, ეს მარიონეტი ელდარ შენგელაიას ბოლო ფილმისთვის - „სავარძლისთვის“ შეიქმნა. ფილმი რეჟისორმა სამი წლის წინ გადაიღო და მისთვის პერსონაჟების თოჯინები დამზადდა. სცენარის მიხედვით, ფილმის ბოლო ნაწილში პერსონაჟების ნაცვლად მათი თოჯინები საუბრობენ. თუმცა შემდეგ რეჟისორმა მარიონეტები ფილმში აღარ გადაიღო. მარიონეტის ავტორი მხატვარი ანა იაკობაშვილია, რომელმაც ნანა შონიას თოჯინის მსგავსად დაამზადა ნინელი ჭანკვეტაძის და ნიკა თავაძის თოჯინებიც. 

ნანა შონია: - მომწონს თოჯინა, კარგი დამზადებულია. ცხოვრებაში უფრო მგავს. მისაღებ ოთახში მიკიდია.

- ნანა ქვია?

- არა, რახან პერსონაჟია, ნანა არ ქვია. თუმცა არც ფილმის პერსონაჟის სახელი - ნელი ერქმევა. სახელი არ დამირქმევია. საჩუქარია, სახსოვარია და მიყვარს. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე