საქსტატი - საარსებო მინიმუმი გაიზარდა

13:45 04-15-2019
112

საქსტატის ინფორმაციით, მარტში საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა. ახლა შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი 181.2 ლარს შეადგენს. თებერვალში ეს მაჩვენებელი 179.1 ლარი იყო. 1.8 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 160.5 ლარი შეადგინა, 3,5 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 304 ლარი გახდა. თებერვალთან შედარებით 1.8- ლარით გაზრდილია ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმიც, რომელმაც შეადგინა 160.5 ლარი.  ხუთ სულიანი ოჯახის თვიური საარსებო მინიმუმი 361.2 ლარია. ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 321 ლარს, სამსულიანის - 288 ლარს, ორი ადამიანისგან შემდგარი ოჯახის ყოველთვიური საარსებო მინიმუმი კი, თვეში 256 ლარს შეადგენს. 

შეგახსენებთ, საარსებო მინიმუმი გათვლილია 30 კალენდარულ დღეზე ოჯახის თითოეული წევრის კვებისათვის, რომელიც სიცოცხლისათვის აუცილებელ კალორაჟს უნდა მოიცავდეს. 2003 წლის 8 მაისის ჯანდაცვის ბრძანების მიხედვით, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური