ახალი საგზაო დეტექტორი მძღოლს გააფრთხილებს, საჭესთან მობილურის გამოყენება შეწყვიტოს

13:23 04-15-2019
135

ბრიტანეთში, ტემზის ხეობისა და ჰემფშირის პოლიცია, ახალ ტექნოლოგიას ნერგავენ.

ახალი დეტექტორები პოლიციას დაეხმარება, შენინშონ მძღოლები, რომლებიც საჭესთან მობილურ ტელეფონს იყენებენ.

მობილური ტელეფონის დეტექტორი მძღოლს გააფრთხილებს, რომ შეწყვიტოს მობილურის გამოყენება.

თუმცა, ახალ ტექნოლოგიას ერთი ნაკლი აქვს. იგი ჯერ ვერ ასხვავებს, მობილურს მძღოლი იყენებს თუ მგზავრი.

მობილური ტელეფონების დეტექტორი, მძღოლებისთვის ჯარიმის დაწერის ინსტრუმენტად არ გამოიყენება, არამედ ცნობიერების ამაღლებას და სახიფათო მონაკვეთების გამოვლენას ემსახურება.

ახალი ტექნოლოგიის დანერგვის გადაწყვეტილება ტემზის ხეობასა და ჰემფშირში მას შემდეგ მიიღეს, რაც გახშირდა საჭესთან მობილური ტელეფონის მოხმარებით გამოწვეული ავტო-საგზაო შემთხვევები.

ავტორი: მარიამ გიგანი