ავარია თამარ მეფის ხიდთან - დაშავებულია მძღოლი

13:07 04-15-2019
1551

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. 

თამარ მეფის ხიდთან მსუბუქი ავტომობილი (ტაქსი) ავტობუსს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი დაშავდა.

როგორც ,,პრაიმტაიმს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.