ე.წ. კანონიერი ქურდი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური დევნილია - რატომ შიმშილობს ლავასოღლი?

13:03 04-15-2019
68

სასამართლო პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მინდია ლავასოღლი პოლიტიკური დევნილია - ამის შესახებ ლავასოღლის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

ადვოკატის შეფასებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონო განაჩენი გამოიტანა, რადგან მათ ლავასოღლის წინააღმდეგ გამამტყუვნებელი მტკიცებულებები არ ჰქონდათ. 

ძალიან გაბრაზებულია, რადგან მის მიმართ ხდება პოლიტიკურად ანგაჟირებული სამართლებრივი დევნა, მან მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას - ორი დღეა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. მისი მოთხოვნაა, ან სახელმწიფომ თავი დაანებოს მას, ან მოახდინოს მისი ექსტრადირება.

მე-6 თვეა კაცი ციხეშია და არ იცის რისთვის ზის. თურქეთის რესპუბლიკა წერს ჩვენს ქვეყანას, მიგყავთ თუ არაო. სახელმწიფო ოფიციალურ წერილში თურქეთს პასუხობს, დრო გვჭირდებაო. საექსტრადიციო ვადა არ დარღვეულა, მაგრამ ბოლო წამამდე რატომ უნდა მიიყვანონ? სახელმწიფოს ყველანაირი ბერკეტი ჰქონდა, მისი ექსტრადირება მოეხდინა. თუმცა, სახელმწიფომ ეს უფლება არ გამოიყენა. კეთილი ინებონ და ნუღარ აწვალებენ, უცხო ქვეყანაში მაინც დაანებონ თავი.- განმარტავს ადვოკატი.

კობაური მისი ოჯახის შევიწროებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ლავასოღლი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან  მზადაა საკუთარი და ოჯახის უფლებების დასაცავად სამართლებრივად იბრძოლოს.

მინდიას მეუღლეს კრედიტის აღებაზე უარი უთხრეს. მას ბანკში განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გვეუბნება, რომ შენზე სესხი არ უნდა გავცეთო. არადა, ბანკში არანაირი დარღვევა არ ჰქონია, აქამდე აძლევდნენ კრედიტს და ახლა აღარ. ჩვენი სახელმწიფო ლავას ოღლის და მის ოჯახს ყველანაირად ავიწროებს. ეს არის პოლიტიკური დევნა. ასეთ რეალობაში უწევთ მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებს ცხოვრება.

მინდია ლავასოღლი არის პოლიტიკური დევნილი. დაანებონ თავი მას და მის ოჯახს, წინაღმდეგ შემთხვევაში, ის გაჩერებას არ აპირებს, ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი არსებობს, რომ ეს საქმეები გავასაჩივოთ და იმ მაღაჩინოსნების პასუხისგებაში მიცემა მოვითხოვოთ, რომლებიც მხოლოდ მათი ნება-სურვილის საფუძველზე ახდენენ ლავას ოღლის და მისი ოჯახის დევნას, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ მინდია გორაძეს ე.წ კანონიერი ქურდობისთვის 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.