მზად ვარ ახალ სეზონს მამაჩემის ფერფლთან ერთად ვუყურო - სამეფო კარის თამაშების მაყურებლის ემოციური პოსტი

13:01 04-15-2019
410

14 აპრილს სერიალ სამეფო კარის თამაშების მე-8 სეზონის პრემიერა შედგა. სერიალის ყურება ქართველ გულშემატკივრებს თბილისის დროით 05:00 საათზე შეეძლოთ. სერიალს, როგორც ყოველთვის ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. 

ერთ-ერთმა ფანმა Facebook-ზე, სამეფო კარის თამაშების ოფიციალურ გვერდზე ემოციური კომენტარი დაწერა, სადაც მან მამამისზე ისაუბრა, რომელსაც სერიალი ძალიან უყვარდა და სამწუხაროდ ახალი სეზონის გამოსვლამდე გარდაიცვალა.

მამაჩემი სამეფო კარის თამაშების თავგადაკლული ფანი იყო. ის 27 თებერვალს გარდაიცვალა. განადგურებული იყო, როდესაც გაიგო, რომ სამეფო კარის თამაშების უკანასკნელ მე-8 სეზონს ვერ იხილავდა. ახლა მე ვზივარ, ვსვამ მამას ფავორიტ ღვინოს, მივირთმევ მისთვის საუკეთესო საჭმელს და მზად ვარ ახალი სეზონის პირველ სერიას მამაჩემის ფერფლთან ერთად ვუყურო. შემს სახეზე ცრემლები თავისით მოდის. მას ბევრი რამის კეთება არ შეეძლო, მაგრამ სამეფო კარის თამაშებს უყურებდა. მადლობა, იმისთვის, რომ მიეცით, რაღაც, რისთვისაც მომავლისკენ იყურებოდა - წერს დეანა დუპრი