კობახიძე - ,,დაიცავი საქართველოს'' ლიდერები „მინუს პროცენტებში" არიან

12:03 04-15-2019
22

თუ გაჯანსაღდება ოპოზიციური ველი, ეს წაადგება ქართული დემოკრატიის გაჯანსაღებას, თუმცა ასეთი სახეებით ვერც ერთი პარტია შეიტანს წვლილს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარებაში, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „დაიცავი საქართველოს პოლიტიკურ შანსებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

კობახიძის განცხადებით, მოძრაობას ლიდერები ჰყავს, რომლებიც „მინუს პროცენტებში იმყოფებიან .

„3%-იანი ბარიერის პირობებში  მაღალი ცდუნებაა, რომ ადამიანებმა ჩამოაყალიბონ პოლიტიკური პარტიები. თუ გაჯანსაღდება ოპოზიციური ველი, ეს წაადგება ქართული დემოკრატიის გაჯანსაღებას, თუმცა ასეთი სახეებით ვერც ერთი პარტია შეიტანს წვლილს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარებაში. ლიდერებს თუ დააკვირდებოდით, აშკარაა, რომ ამ პარტიას გაუჭირდება 3% ბარიერის გადალახვაც კი, როდესაც მინუს პროცენტებით იწყებ ამ სახეებიდან გამომდინარე, ბუნებრივია 3 %-ზე ასვლაც  ძალიან ძნელია. არ მინდა სიღრმეებში ჩავიდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ხშირად ჭარბობს სუბიექტური ინტერესები, როდესაც ასეთ პროცესებს ვაკვირდებით და ამის ნაკლებობაც იქ არ არის- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მოძრაობა ,,დაიცავი საქართველო''  პოლიტიკური აქტივობისკენ და გაერთიანებისკენ საზოგადოების იმ ნაწილს მოუწოდებს, რომელიც მიიჩნევს, რომ მოქმედი ხელისუფლება ქვეყნის მართვას უნდა ჩამოშორდეს, ხოლო ყოფილი ვეღარ მობრუნდეს. მისი ლიდერი კი დავით მაღრაძეა