ენერგეტიკოსები ენერგო-პრო ჯორჯიას მთავარ ოფისთან აქციას აანონსებენ

11:55 04-15-2019
87

19 აპრილს ენერგო-პრო ჯორჯიას მთავარ ოფისთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის მუშათა პროფკავშირების თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი ავრცელებს. აქციის ორგანიზატორებს ოთხი მთავარი მოთხოვნა აქვთ. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციისთვის მიმართავენ.

მათი მთავარი მოთხოვნებია:

1. ხელფასების ზრდა 50%

2. ეფექტური ზეგანაკვეთური ანალიზი

3.პროფკავშირების ჩართულობა შრომის უსაფრთხოების საკითხებში

4. პროფკავშირების წევრებზე არ განხორციელდეს ზეწოლა

ამირან ზენაიშვილის თქმით, დასაქმებული 6000 ადამიანიდან 4500 დაბალ ხელფასზე მუშაობს, მაგრამ თანამშრომლები გაფიცვას არ აპირებენ და ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ენერგეტიკული ობიექტების პარალიზებას ვერ მოახდენენ.