ბიზნესომბუდსმენი - ტექნიკის კომპანიებს გაყიდვები 40-60 %-ით შეუმცირდათ

11:44 04-15-2019
26

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნესის მიმართვიანობის ანალიზზე დაყრდნობით ახალ კრიტიკულ საკითხად საბანკო რეგულაციებს ასახელებს მათ შერბილებას მოითხობს. მისი თქმით, უკვე გამოიკვეთა რეგულაციების ნეგატიური ასახვა ტექნიკის მაღაზიებსა და სხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებზე.

„ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია რეგულაციის გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებთან და მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მათი შერბილება, რადგან ამან დრამატული გავლენა არ მოახდინოს მათ ბიზნეს აქტივობაზე. ტექნიკის კომპანიებს გაყიდვები დაახლოებით 40-60 %-ით შეუმცირდათ და ეს განსაკუთრებით რეგიონებს შეეხო. ასევე რეგულაციებმა გავლენა მოახდინა სამშენებლო სექტორზეც“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულება 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ეროვნული ბანკის განმარტებით, ამ რეგულაციების მთავარი მიზანი  ფინანსური სექტორის სტაბილურობის ხელშეწყობაა. ახალი წესები ჭარბვალიანობასთან ბრძოლის რეფორმის ნაწილია.