ბიბლიოთეკები წისქვილში და სკვერებში - ზუგდიდს ახალი სამკითხველოები შეემატა (ფოტოკოლაჟი)

11:23 04-15-2019
20

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს საჩუქრად წიგნები გადაეცა. ზუგდიდში კი სკვერი-ბიბლიოთეკა განთავსდა. ამის შესახებ ინფოირმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე ავრცელებს.

როგორც კეკელიძე წერს,  უკვე ათ ქალაქში და ათ სოფელში დაიდგა ულამაზესი, მსოფლიოში საუკეთესო წიგნის მცირე ბიბლიოთეკები.

ხშირად წავაწყდები ხოლმე სოციალურ ქსელში, მსოფლიოს სხვა ქალაქებიდან სკვერის სამკითხველოების სურათებს და დანანებით ნათქვამსაც, ნეტავ ჩვენს ქალაქებშიც იყოსო, არადა უკვე ათ ქალაქში და ათ სოფელში დავდგით ულამაზესი, ვფიქრობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო წიგნის მცირე ბიბლიოთეკები. ყველგან იმ სივრცის კონტექსტის მიხედვით ვაკეთებთ. ოსტატი ჩვენი თანამშრომელი თენგო მოდუა. დღეს ზუგდიდში დაპირებული ოდა-ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ - წაიღეთ წიგნები და დააბრუნეთ ან იქვე წაიკითხეთ. გუშინ კიდევ, ჯერ კოკის სკოლაში ჩავიტანეთ წიგნები, მერე კი კოკის, რუხის და ზემო ეწერის წისქვილებში სამკითხველოები მოვაწყვეთ.
საერთოდ კი, მადლობა სამეგრელოს ამ დაუმსახურებელი სიყვარულისთვის, - წერს კეკელიძე.