ვენეციის კომისია უზენაესის მოსამართლეთა არჩევის წესზე დასკვნას ხვალ გამოაქვეყნებს

11:20 04-15-2019
20

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი.

„ორი-სამი დღის განმავლობაში მოვისმინეთ პოზიცია, თითქოს საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით ცვლილებებზე ხელისუფლებამ თურმე, პოზიცია შეცვალა და არ ველოდებით ვენეციის კომისიას. არ არის ეს სწორი შეფასება. ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება ხვალ, ვისაც აქვს ინტერესი, მინდა, ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა. შესაბამისად, პლენარულ სხდომამდე ვენეციის კომისიის შემოთავაზებებы გავითვალისიწინებთ.

აქედან გამომდინარე, საუბარი და ინსინუაციები იმაზე, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიას არ ელოდება, არ არის სწორი განმარტება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

20 მარტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

21 იანვარს უზენაესი მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს.