რატომ ჩქარობს პარლამენტი მოსამართლეებზე კანონის მიღებას

11:20 04-15-2019
41

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პრაიმტაიმის“ კითხვას უპასუხა და ის მიზეზები ახსნა, რის გამოც პარლამენტი მოსამართლეების შესახებ კანონის მიღებას ჩქარობს.

კობახიძის თქმით, დღეს უზენაეს სასამართლოში 10 მოსამართლეა, ივნისში კი  - 8 დარჩება. მათგან მხოლოდ ერთი იქნება სისხლის სამართლის მიმართულებით და ერთიც - ადმინისტრაციულში. 

„ჩვენ არ უნდა დავაყენოთ ათასობით ადამიანის ბედი პრობლემის ქვეშ. 2 კვირით ადრე გვინდოდა კანონის მიღება. ვენეციის კომისიამ ამაზე უარი თქვა, ამიტომ 2 კვირით გადავწიეთ. კომისია დაგვპირდა, რომ დასკვნას ხვალ წარმოადგენს და შესაბამისად, კანონს მივიღებთ არაუგვიანეს 19 აპრილისა“, - განუცხადა „პრაიმტაიმს“ ირაკლი კობახიძემ.