ქართველმა ე.წ. კანონიერმა ქურდმა თურქეთის ციხეში შიმშილობა დაიწყო

11:03 04-15-2019
1449

თურქეთის ციხეში მყოფმა ე.წ. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, მეტსახელად ლავასოღლიმ შიმშილობა დაიწყო. მისი ადვოკატი ცოტა ხანში იმ მოთხოვნებს გააჟღერებს, რაც მსჯავრდებულს თურქეთისა და საქართველოს მიმართ აქვს.

მინდია გორაძე გასული წლის ოქტომბერში თურქეთში დააკავეს. საქართველოში მისი ექსტრადირება ჯერ არ მომხდარა.

მას ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 12 აპრილს საქართველოში სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.