ასანჟის კატა უსაფრთხოდაა, მის ვიდეოს Wikileaks ავრცელებს

10:54 04-15-2019
49

ორგანიზაცია Wikileaks-მა ჯულიან ასანჟის კუთვნილი კატის ვიდეო გამოაქვეყნა. შინაური ცხოველი თავის პატრონთან ერთად ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა.

ვიდეოში, კატა ტელევიზორთან ზის და ჯულიან ასანჟის დაკავების კადრებს უყურებს.

Wikileaks-ის განცხადებაში ნათქვამია: „ვადასტურებთ, რომ ასანჟის კატა უსაფრთხოდაა. მან თავის ადვოკატებს საელჩოდან მისი გადარჩენა ოქტომბერში სთხოვა. ისინი კვლავ ერთად იქნებიან, თავისუფლები.“

ასანჟის აკტა ეკვადორის საელჩოში 2017 წლიდან ცხოვრობდა, მას თავისი ანგარიშიც აქვს twitter-ზე.

2018 წელს საელჩომ ჯულიან ასანჟს მოსთხოვა უკეთესად მოეარა თავისი კატისთვის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოველს თავშესაფარში წაიყვანდნენ. სწორედ მას შემდეგ გადაწყვიტა Wikileaks-ის დამფუძნებელმა კატის საელჩოდან გაყვანა.

ჯულიან ასანჟი ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონში 11 აპრილს დააკავა. დაკავების ექსკლუზიური კადრები მხოლოდ რუსულ მედიას აღმოაჩნდა.

იგი ბოლო 7 წლის განმავლობაში, ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს.



ავტორი: მარიამ გიგანი