"სამსახურიდან გამოსვლისას მგონია რომ ჩემზე ცხოველი ადამიანი არ არსებობს" - კარფურის კონსულტანტი

10:51 04-15-2019
6608

ყოველი სამსახურიდან გამოსვლისას მგონია რომ ჩემზე ცხოველი ადამიანი არ არსებობს - ასეთი შინაარსის წერილს სოციალურ ქსელში სავაჭრო ცენტრ კარფურის თანამშრომელი ავრცელებს.

დასაქმებული ადმინისტრაციას მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და წერს, რომ მას ხშირად შესვენების დროს არ აძლევენ.

ისთფოინთის კარფურის სასმელების სექციის მონაკონსულტანტი გწერთ, მთელი სექციის სახელით. ყოველი სამსახურიდან გამოსვლისას მგონია რომ ჩემზე ცხოველი ადამიანი არ არსებობს, 8 საათი ვმუშაობ როგორც უღელში შებმული ხარი. ხშირად მენეჯერი არ მაცდის გამოვიყენო კუთვნილი შესვენება, ნორმალურად შევჭამო და მოვწიო, გვესაუბრება როგორც მონებს, აქვს უხეში და უტაქტო მიმართვები, თითქოს რომ გელაპარება ამაზეც მადლობა უნდა უთხრა, ერთხელ გავუბედეთ და ვუთხარით რომ მასზე ზემდგომს გავესაუბრებოდით, პასუხად მივიღეთ, რომ თუ გავბედავდით და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ნაბიჯს გადავდგამდით და ვინმეს რამეს ვეტყოდით, ისე გაგვყრიდა სუყველას რომ ვერცერთ კარფურში როგორც მომხმარებელიც ვერ შევიდოდით. ბევრი პრომოები და მერჩენდაიზერები არიან სასმელების სექციაში, მათთანაც ანალოგიურ ურთიერთობაშია, პრომოებს ეკაიფება, მასხრად იგდებს, ყოველდღე ახსენებს, თუ ისე არ მოიქცევიან როგორც მას სურს, სამსახურებს დაკარგავენ, რეკავს მათ დამსაქმებელ კომპანიებში და ტყუილებს უყვება, რითიც - ან აკარგვინებს სამსახურს ისედაც 20ლარზე მომუშავე ბავშვებს, ან დღის ხელფასს აკლებინებს. ჩვენ საერთოდ ზედ გვივლის ძაღლად არ გვაგდებს რადგან კარფურის თანამშრომლებს, იცის გვიჭირს და ვერსად წავალთ... ბარმენების უფროსებს ურეკაბს და იგონებს ვითომ ადრე გავიდნენ სამსახურებიდან და რათქმაუნდა ისინიც დაუზარელად ლანძღავენ მოჯამაგირეს გთხოვთ მიაწვდინოთ ხმა კარფურს და დაგვეხმაროთ. ჩვენ შრომა არგვეზარება, ამ ადამიანის გარეშე მშვიდ ვითარებაში მუშაობა გვინდა. - წერს კონსულტანტი.