დაპირისპირება პოლიციასა და მოქალაქეებს შორის რუსთავში

16:14 04-14-2019
252

რუსთავში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჭყონდიდელის დასახლებიდან იუსტიციის სახლისკენ გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებს მეგობრობის გამზირზე საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი. რუსთაველები სკანდირებენ ლოზუნგს - „არა ციხეს“ და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, ადგილზე მისვლას მოითხოვენ.

ცოტა ხნის წინ შეხლა-შემოხლა მოხდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. სამართალდამცავები შეეცადნენ, რომ საავტომობილო გზა გაეხსნათ, თუმცა აქციის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. 

აქციის მონაწილეები რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ციხის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.