მამუკა ბახტაძე - ერის ერთად დგომით, ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს 

13:48 04-14-2019
15

დედაენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში წერს :

,,დღეს დედაენის დღეს აღვნიშნავთ.

1978 წლის 14 აპრილი იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ როდესაც ქართველი ერი ერთად დგას, ჩვენ ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

ყველას გილოცავთ დედაენის დღეს!