მამაკაცმა ოზურგეთში, ბავშვთა საავადმყოფოში, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო

12:22 04-14-2019
886

გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის ბავშვთა საავადმყოფოში შუახნის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. ,,პრაიმტაიმის ინფორმაციით, ის საავადმყოფოს შენობაში დღეს დილით თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს. 

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცნობილია, რომ გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია, თუმცა საქმესთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

 

ავტორი: ლაშა სარჯველაძე