რუსეთის უმდიდრეს 200 ადამიანს შორის 3 ქართველია

11:43 04-14-2019
2301

რუსული "ფორბსის" 2018 წლის რეიტინგის მიხედვით რუსეთის ფედერაციის 200 უმდიდრეს ადამიანს შორის 3 ეთნიკურად ქართველიც მოხვდა. 

ალექსანდრე ჯაფარიძე - რუსული "ფორბსის" რეიტინგში 61-ე ადგილს იკავებს. ქართული წარმომავლობის მილიარდერის ქონება ჟურნალმა 1.6 მილიარდ დოლარად შეაფასა. ჯაფარიძე მსოფლიო მილიარდელთა სიაშიც გვხვდება, სადაც ის 2057-ე ადგილზეა. ჯაფარიძის კაპიტალი გასული 5 წლის განმავლობაში თითქმის ერთი მილიარდი დოლარით შემცირდა. ამ დროისთვის მისი ერთ-ერთ მთავარ შემოსავლის წყაროს ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა წარმოადგენს.

 

ვიჩისლავ მირილაშვილი - კიდევ ერთი თნიკურად ქართველი ბიზნესმენი, რომელიც რუსეთის  უმდიდრეს ბიზნესმენთა რეიტინგში 113-ე პოზიციაზეა. ახალგაზრდა ბიზნესმენისა და მისი მამის სახელი სათამაშო ბიზნესთან ასოცირდება. მირილაშვილების ოჯახის ქონება 1.5 მილიარდს აღწევს. მირილაშვილი რუსეთის პარალელურად, ისრაელის 20 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორისაც შედის.

 

დავით იაკობაშვილი - რუსული რძისა და წვენების მწარმოებელი მაგნატი, რუსული "ფორბსის" რეიტინგში 132-ე ადგილზეა. იაკობაშვილის ქოენება "ფორბსის" სეფასებით 1.2 მილიარდი დოლარია. ბიზნესმენი ხშირად ამბობს, რომ მის მიერ საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, ბოლო წლებში, რამდენიმე ასეულ მილიონს გადააჭარბა.

 

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი