შსს-მ ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

10:55 04-14-2019
185

შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სოფელ დიღომში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს ყოფილი თანამშრომლის ვალის დაბრუნების მოტივით დაუკავშირდნენ და 2 500 ლარის გადახდა მოსთხოვეს, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

სამართალდამცველებმა,ერთი ბრალდებული გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში, ხოლო მეორე - დაბა ბაკურიანში დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვას გულისხმობს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.