ოზურგეთში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

09:15 04-14-2019
36

ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია ეკალ-ბარდი და ტყის ქვედა საფარი - 30 ჰა ფართობი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ტექნიკასთან ერთად 70 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

ხანძარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გუშინ, გვიან საღამოს გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო რამდენიემე ჰექტარს მოედო.

 

ლაშა სარჯველაძე