ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია და ამით ყველაფერი ნათქვამია - მამუკა ბახტაძე

19:56 04-13-2019
30

მინდა, მივულოცო მთელს საქართველოს და სპორტის ყველა გულშემატკივარს, ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია და ამით ყველაფერი ნათქვამია – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ბათუმში, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. 

საპრიზო ადგილის მფლობელები პრემიერ-მინისტრმა დააჯილდოვა. ბახტაძემ ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის ორგანიზატორებსა და ძალოსნობის ფედერაციას მადლობა გადაუხადა.

ძალოსნობის ფედერაცია მართლაც გამორჩეული და ყველაზე წარმატებულია. საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ტურნირის ძალიან მაღალ დონეზე მასპინძლობა და ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველა ქართველს, სპორტის ყველა გულშემატკივარს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია და ის არის ლაშა ტალახაძე. ყველას გილოცავთ” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მძიმე წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა, რომელმაც ახალი რეკორდი დაამყარა. ვერცხლი მედალი მოიპოვა ძალოსნობის ნაკრების კაპიტანმა ირაკლი თურმანიძემ, ხოლო ბრინჯაოს მედალი სომხეთის წარმომადგენელს რუბენ ალექსანიანს გადაეცა.

ბათუმში მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და ოთხი ოქროს, ექვსი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.