260 კგ - ახალი მსოფლიო რეკორდი და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი ლაშა ტალახაძისგან

19:14 04-13-2019
245

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

მან ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე აკვრაში 260 კგ აწია და მიმდინარე ჩემპიონატზე მეორე რეკორდი დაამყარა. რამდენიმე წუთით ადრე მან მეორე დისციპლინაში ატაცში 218 კილოგრამის აწევა შეძლო და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

ჯამში ორივე დისციპლინაში ტალახაძე ოქროს მედლებს დაეუფლა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

საუკეთესო სამეულში ტალახაძესტან ერტად კიდევ ერთი ქართველი ძალოსანი ირაკლი თურმანიძე მოხვდა. ვეტერანმა სპორტსმენმა აკვრაში 241 კგ-ის აწევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ატაცში 206 კილოგრამით ვერცხლის მედალი მიიღო. ორჭიდში თურმანიძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.