გამყარებული რეკორდი და ოქროს მედალი ატაცში - ლაშა ტალახაძის წარმატებული სტარტი

18:26 04-13-2019
35

ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა და რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ, ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ერთი ოქროს მედალი უკვე მოიპოვა და ახალი რეკორდი დაამყარა. 

ტალახაძემ პირველივე მისვლაზე ატაცში 208 კილო აწია და საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი შემატა. მეორე მისვლაზე ტალახაძე 218 კილოს შეეჭიდა, რითიც რეკორდი დაამყარა და საკუთარი შედეგი გააუმჯობესა. 

რაც შეხეება ირაკლი თურმანიძეს, ვეტერანმა სპორტსმენმა ამავე კატეგორიაში 206 კილოგრამი აწია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. შემდეგი დისციპლინა იქნება აკვრა. შეჯიბრი რამდენიმე წუთში განახლდება.