ტალახაძე ბათუმში ახალი რეკორდის დასამყარებლად ემზადება - დასკვნითი დღე ევროპის ჩემპიონატზე

13:08 04-13-2019
251

ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება.

17:30 საათიდან ფიცარნაგზე მძიმე წონოსნები და საქართველოს ნაკრების ლიდერები ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე გამოვლენ. გულშემატკივრებს ყველაზე დიდი მოლოდინი  ტალახაძის ასპარეზობის მიმართ აქვთ. ბათუმის ყინულის სასახლეში, შეჯიბრზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, თუმცა საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით უბილეთო გულშემატკივრებისთვის შემოსასვლელი კარი გაიღება და მათ ტალახაძის ასპარეზობის ნახვის შესაძლებლობა მაინც ექნებათ.

როგორც გუშინ ქართველმა გოლიათმა „პრაიმტაიმთნ“ საუბრისას განაცხადა მისთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა ქართველი ქომაგების თვალწინ გამოსვლა და ეცდება, რომ ისინი ახალი რეკორდებით გაახაროს. შეგახსენებთ, რომ ტალახაძე ზედიზედ ორი წელია კონტინენტის პირველობაზე ყველა კომპონენტში ოქროს მედალს იღებს და ახალ რეკორდებს ამყარებს. ქართველი ძალოსანი იმედოვნებს რომ ეს ტრადიცია ბათუმშიც გაგრძელდება. 

ავტორი : ირაკლი გოგვაძე