ირაკლი ჩხეიძემ ატაცში ბრინჯაოს მედალი აიღო

10:00 04-13-2019
52

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის ბრძოლაში ირაკლი ჩხეიძემ  საქართველოს რიგით მეცხრე მედალი პირველ მოძრაობაში მოუტანა.

ჩხეიძემ პირველ მოძრაობაში ჯერ 163 კილოგრამი აიტაცა, შემდეგ 167 კილოგრამიც დაიმორჩილა, ბოლოს კი წონა სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით 170 კილოგრამამდე გაიზარდა და 20 წლის ქართველმა ძალოსანმა ეს წონაც დაიმორჩილა და ატაცის ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ევროპირველობაზე უკვე ცხრა მედალი აქვს.