დავით მაღრაძე- მინდა, "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ისე ჩამოსცილდეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდეს

21:58 04-12-2019
362

 "მინდა ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებას ჩამოსცილდეს ისე, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს, - ეს განცხადება “პალიტრანიუსის“ ეთერში  პოეტმა და მოძრაობა “დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა დავით მაღრაძემ გააკეთა.

მაღრაძის თქმით,ქართული ოცნება“ იგივე საყრდენებს დაეყრდნო, რასაც “ნაციონალური მოძრაობა“ ეყრდნობოდა  და  მას აქვს სურვილი, რომ ხვალიდენლი დღე დაიცვას და გაათავისუფლოს დაპირისპირებისგან, რომელიც ყოველგვარი შინაარსისგან ჩამოიცალა.

“ქართულმა ოცნებამ“ “ნაციონალურ მოძრაობას“ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ მოუგო. ეს არის ფაქტი. ნდობა რომ არ გექნება პარტიის, რომელიც არჩევნებს ვერ იგებს და რომც მოიგოს, გამარჯვების სიხარული მე რატომ უნდა გავიზიარო, ესეც აღარ ვიცი - ამიტომ ერთი ძალაუფლებიდან უნდა წავიდეს და მეორე - ვერ მობრუნდეს. ეს არის ეროვნული ამოცანა“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ,  ფილარმონიაში საზოგადოებრივი მოძრაობა  "დაიცავი საქართველოს" შეკრება გაიმართება.