საქართველოში ბაყაყების ბიზნესი ჩავარდა - საქსტატის მონაცემები

18:02 04-12-2019

საქართველოდან კვების პროდუქტების ექსპორტმაც და იმპორტმაც ბაყაყების წილში კრახი განიცადა. საქსტატის ინფორმაციით,  ექსპორტზე ქართული ბაყაყები მხოლოდ 2010 წელს გავიდა. რაც შეეხება იმპორტს, 2019 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში იმპორტიორებს ბაყაყის თათები ქვეყნაში აღარ ჩამოუტანიათ.

ბაყაყის თათებთან ერთად, ბაზრიდან გაქრა კომპანიები, რომლებმაც ბაყაყების ბიზნესი წამოიწყეს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში 0,1 ტონა პროდუქტი შემოვიდა, 2016 წელს - 0,6 ტონა, 2016 წელს - 0,048 ტონა, 2017 წელს - 0,3 ტონა, იგივე რაოდენობით -  2018 წელს. 2019 წლის იანვარ-თებერვალში კი, ბაყაყის თათების იმპორტი აღარ განხორციელებულა.

ავტორი: თამარ ბუჩუქუკური