რატომ გაძვირდა ოქრო ქართულ ბაზარზე

LIVE UPDATE
თეგები: ოქრო

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი მცირედით შემცირდა, თუმცა საქართველოში გაძვირებას განაგრძობს. კერძოდ, თუ 2018 წლის აპრილში ერთი კილოგრამი ოქრო 43 426 დოლარი ღირდა, ერთი უნცია კი 1 350 დოლარი, ახლა კილოგრამი ოქრო 41 882 დოლარი ღირს, ერთი უნცია კი 1 302 დოლარი. - ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 2019 წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ერთი გრამი ოქროს ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე 2 დოლარით შემცირდა.

რაც შეეხება საქართველოს ფასებს, „ოქროს ბირჟაზე“ მოვაჭრეები აცხადებენ, რომ გასულ წელთან შედარებით, ოქროს ღირებულებამ საშუალოდ, 10 ლარით მოიმატა. კერძოდ, თუ 2018 წლის აპრილში 1 გრამი „ჯართი“ ოქროს ფასი 53 ლარი იყო, ახლა 63 ლარს შეადგენს.

რა არის საქართველოში ოქროს გაძვირების მიზეზი - მოვაჭრეები ამბობენ, რომ მომწოდებელმა ქვეყნებმა გააძვირეს, შესაბამისად, ეს ადგილობრივ ფასებზეც აისახა.

როგორც ოქროს რეალიზატორები აღნიშნავენ, პროდუქტის გაძვირების პარალელურად, შემცირდა მომხმარებლების რაოდენობა, რის გამოც, „ოქროს ბირჟას“ მუშაობა თავის სარჩენად უწევს“.